არჩევნები 2012

გელაშვილმა ხაშურის 9 უბანზე ხმათა 91.8% მიიღო

ხაშურის ცხრა უბანზე ჩატარებულ განმეორებით არჩევნებში 91.8%-ით "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა გაიმარჯვა.

აქტივობა უბნებზე 29% იყო, ანუ არჩევნებში აქ მონაწილეობა 2929 ადამიანმა მიიღო.

ქართული ოცნების კანდიდატებმა მოიგეს გორის მეოთხე უბანზე და სიღნაღის მეხუთე უბანზე. გორის მეოთხე უბანზე ქართული ოცნების კანდიდატმა მალხაზ ვახტანგაშვილმა 397 ხმა მოაგროვა, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გიორგი ტატიშვილმა კი 32. სიღნაღის მეხუთე უბანზე კი ქართული ოცნების წარმომადგენელს გელა გელაშვილს მხარი 527-მა ამორმჩეველმა დაუჭირა, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ლევან ბეჟაშვილს კი 86-მა.

კომენტარები