არჩევნები 2012

ფილიპ დიმიტროვი: არჩევნებთან დაკავშირებული გამოცდა საქართველომ თითქმის წარმატებით ჩააბარა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა საქართველოს ეროვნული პლატფორმის აღმოსავლეთ კონფერენციის გახსნაზე საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა. ელჩის განცხადებით, არჩევნები და ხელისუფლების გადაბარების პროცესი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იყო და ის ქვეყანამ თითქმის წარმატებით ჩააბარა.

"საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად ვსაუბრობდით ერთსა და იმავეს, რომ არჩევნები საქართველოსთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი გამოცდა და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის შესაძლებლობა. ახლა გვაქვს მიზეზი, რომ პოლიტიკური თამაშის მონაწილეებსაც და მოქალაქეებსაც მადლობა გადავუხადოთ". - აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, იგი იმედოვნებს, რომ საქართველო მომავალში მსგავსს გამოცდას აბსოლუტურად წარმატებით ჩააბარებს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმში მონაწილეობას იღებენ აგრეთვე, ქართული ოცნების წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას გიორგი ბარამიძე წარმოადგენს.

საქართველოს ეროვნული პლატფორმა აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის 2010 წლის ნოემბერში ჩამოყალიბდა. დღეისთვის ის 75 ქართულ და საქართველოში დარეგისტრირებულ საერთაშორისო სამართლებრივ ორგანიზაციას აერთიანებს. ეროვნული პლატფორმის ფუნქციებში შედის აღმოსავლეთის პარტნიორობის მიმდინარეობის ხელშეწყობა საქართველოში, რეკომენდაციების მიწოდება საქართველოს მთავრობისა და ევროპის კომისიისთვის.

 

კომენტარები