მთავრობა

ქართულ ოცნებას პარლამენტში 85 დეპუტატი ეყოლება, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 65

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, კოალიცია ქართული ოცნება პარლამენტში 85 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 65 დეპუტატით.

პროპორციული სიით ქართული ოცნება 44 ადგილს, ნაციონალური მოძრაობა კი 33 ადგილს მოიპოვებს.

რაც შეეხება მაჟორიტარებს, ქართულ ოცნებას 41 მაჟორიტარი ეყოლება, ხოლო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 32.

საქართველოს პარლამენტი სულ 150 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. 

კომენტარები