პატიმართა წამება

ვლადიმერ ბედუკაძე: არასდროს მითქვამს, რომ სცენაში სადაც ფიგურირებს ცოცხი, ეს არის გაუპატიურება

0 კომენტარი

ვლადიმერ ბედუკაძე ცოცხით პატიმართა წამების ვიდეოკადრებზე გაზეთ პრაიმტაიმთან საუბრობს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ პატიმართა წამების გავრცელებულ ვიდეომასალებში, სადაც ფიგურირებს ცოცხი, გაუპატიურების სცენა ასახული არ არის.

 „მე არასდროს არც ერთ ინტერვიუში არ მითქვამს, რომ იმ სცენაში, სადაც ცოცხი ფიგურირებს, ეს არის გაუპატიურება ცოცხით. ეს იყო დაცინვა პატიმრის, ეს იყო ფსიქიურად დაავადებული პატიმარი და მას დასცინოდნენ. ჩემს ვერცერთ ინტერვიუს ვერ ნახავთ, სადაც მე ვამბობ, რომ ცოცხით იმ ვიდეოში მოხდა გაუპატიურება, ცოცხი ფართოდ გავცელებული საგანი იყო პატიმრების შეურაცხყოფის, აშიშვლებდნენ ნაცემ პატიმრებს, ვინც თანამშრომლობაზე ხელწერილს არ წერდა ადმინისტრაციაში შეჰყავდათ და უნიტაზში ამოვლებული ცოცხით „ქურდად ნათლავდნენ“, - აცხადებს ბედუკაძე.

 ბელგიაში სკანდალურ ფირებს ექსპერტიზა უტარდებათ. ერთ-ერთი ინფორმაციით, სწორედ ექსპერტიზა გადაწყვეტს, ეკუთვნის თუ არა ბედუკაძეს პოლიტიკური დევნილის სტატუსი.

სკანდალური ვიდეომასალის ეთერში გასვლის შემდეგ, ლიტვის  სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე რომას რაუდისი ამ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს დავალებით საქართველოში ჩამოვიდა. BBC-ის პროგრამა Newshour-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რაუდისმა თქვა, რომ მან მოახერხა გამოეკვლია ის პატიმრები, რომლებიც ვიდეოკადრების მიხედვით სხვადასხვა საგნებით გააუპატიურეს და ძალადობის ფაქტები ვერ აღმოაჩინა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები