ქართული ოცნება

პარლამენტის პირველი სხდომის სავარაუდო თარიღი: 21 ოქტომბერი

პარლამენტის პირველი სხდომა სავარაუდოდ 21 ოქტომბერს შედგება. ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა დავით საგანელიძემ კოალიციის ოფისთან დღეს განაცხადა.

საგანელიძის თქმით, კოალიციის მხრიდან პარლამენტში სავარაუდოდ 3 ფრაქცია - ქართული ოცნება, თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები - იქნება. საგანელიძე არ გამორიცხავს ფრაქციების რაოდენობის ზრდას იმ შემთხვევაში თუ კოალიციის რიგებს უპარტიო დეპუტატები შეუერთდებიან.

კოალიცია პირველ რიგში ამნისტიისა და შრომის კოდექსთან დაკავშირებული საკითების განხილვას აპირებს. საგანელიძის თქმით, დღის წესრიგში დადგება საპარლამენტო კომისიის შექმნაც. კომისიამ არჩვენების ჩატარება და სხვა საკითხები უნდა შეისწავლოს. მისივე თქმით, კოალიციაში მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.

კომენტარები