საქართველო-ევროკავშირი

ქეთრინ ეშტონი: ახალ პრემიერს მოუწევს პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად იმუშაოს

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ქეთრინ ეშტონმა, ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა საბჭოს ყოველთვიურ კონსილიუმზე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს მომავლისთვის აუცილებელია, რომ ეს პერიოდი იყოს მშვიდი და კარგად მართული.

ქეთრინ ეშტონმა აღნიშნა, ახალ პრემიერ-მინისტრს ,,მოუწევს პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად იმუშაოს ხალხის კეთილდღეობისთვის’’. მისივე თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს უკვე ესაუბრა. 

,,ევროკავშირი ერთგულია საქართველოსთან სრული ჩართულობის პოლიტიკისა. ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ პოლიტიკურ თანამშრომლობას, ეკონომიკურ ინტეგრაციას, ისევე როგორც - მზარდ მობილურობას. ჩვენ ერთგული ვრჩებით ჩვენი მისწრაფებისა, დავეხმაროთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.’’-განაცხადა ქეთრინ ეშტონმა.

 

კომენტარები