ტელეკომპანია იმედი

ტელეკომპანია იმედმა საინფორმაციო მაუწყებლობა შეაჩერა

ტელეკომპანია იმედმა საინფორმაციო მაუწყებლობა შეაჩერა. იმედის ეთერში საინფორმაციო გადაცემები არხის ახალი ხელმძღვანელობისთვის გადაბარების პროცედურის დასრულებამდე აღარ გავა.

,,ტელე და რადიო იმედი პირდაპირი ეთერის რეჟიმს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება, მას შემდეგ რაც გადაბარების პროცესი დასრულდება.’’-განმარტავს ტელეკომპანია.

დღეს ტელეკომპანია იმედში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. მათ შეხვედრა გამართეს არხის ყოფილ ხელმძღვანელთან, გიორგი არველაძესთან.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია იმედის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის გადაცემის პროცედურა უკვე დაიწყო. 

კომენტარები