ივანიშვილი დარწმუნდა, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროპას უნდა ეწვიოს

ბიძინა ივანიშვილმა ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის პირველ ვიზიტს ევროპაში გამართავს. თვის დასაწყისში ის პირველ ვიზიტს ამერიკაში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გეგმავდა.

“ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი. ეს რიგით მეორე შეხვედრა გახლდათ. მე მოხიბლული ვიყავი ჩვენი პირველი შეხვედრით, რომელიც ბათუმში შედგა რამდენიმე თვის წინ. ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა, მივიღეთ ბევრი რჩევა და მიპატიჟება; მე დამარწმუნეს, რომ ჩემი პირველი ვიზიტი ევროპაში უნდა შედგეს“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

 

 

კომენტარები