მხატვრული ფილმი

”სამართლიანობის ლიგა” 2015 წელს გამოვა

”სამართლიანობის ლიგა” 2015 წელს გამოვა. ამაზე კინოკომპანიამ Warner Bros. და კომიქსების ერთ-ერთმა გიგანტმა DC Comics განაცხადეს.
”სამართლიანობის ლიგა” Marvel-ის ”შურისმაძიებლების” ანალოგია და ერთად DC სამყაროს ყველაზე პოპულარულ გმირებს ფლეშს, ბეტმენს, სუპერმენს, მწვანე ფარანსა და უანდერ ვუმენს აერთიანებს. თითქმის ორი ათეული წელია ამ გმირებზე საერთო ფილმის გადაღება იგეგმება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო პროექტი ყოველთვის გაჩერდა. ჯოშ უიდონის ნამუშევრის ”შურისმაძიებლების” კომერციული წარმატების შემდეგ, Warner Bros.-ის ბოსებმა საბოლოოდ აუნთეს პროექტს მწვანე შუქი.
ჯერ-ჯერობით უცნობია რეჟისორისა და მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობების ვინაობა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ სცენარი უილი ბილის შემოქმედება იქნება

კომენტარები