მთავრობა

მიხეილ სააკაშვილი: აქამდე კონკურენციის დრო იყო, ახლა მუშაობის დრო დაგვიდგა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მერვე მოწვევის პარლამენტის გახსნისას დეპუტატებს სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა დემოკრატიის მნიშვნელობას ქვეყნისთვის და აღნიშნა, რომ აზრთა სხვადასხვაობა არ გაქრება, მაგრამ ის ,,კონსტიტუციურ ჩარჩოებში უნდა მოექცეს.''

მისივე თქმით, ის, ვინც ოპოზიცია იყო, დღეს მთავრობაშია და ვინც დღეს ოპოზიციაშია, შეიძლება ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს.

,,ეს კამპანია იყო რთული, უხამსი, გესლიანი ალბათ ყველა მხრიდან, მაგრამ ახლა თქვენ მთელ ერს წარმოადგენთ. აქამდე კამპანიის და კონკურენციის დრო იყო, ახლა კი მუშაობის დრო დაგვიდგა, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები, გავაუმჯობესოთ სოფლის მეურნეობა, ასევე დემოკრატიული განვითარება. ამის გარდა, უნდა ვიმუშაოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე, დეოკუპაციაზე. არ გავებათ საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტის მიერ დაგებულ არც ერთ ხაფანგში." - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატებს.

პრეზიდენტმა უმრავლესობას იმ დაპირებების შეასრულება უსურვა, რომელიც ხალხს მისცა, ხოლო უმცირესობას მოუწოდა იყოს კონსტრუქციული და დაეთანხმოს უმრავლესობას, როცა ის სწორ გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ ამავე დროს შეინარჩუნოს შეურიგებელი პოზიცია მათთვის მიუღებელ საკითხებში. 

 

კომენტარები