არენა

ნობელის პრემია ევროკავშირს

ცო­ტა ხნის წინ, ნორ­ვე­გი­ულ­მა ნო­ბე­ლის კო­მი­ტეტ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, 2012 წლის მშვი­დო­ბის პრე­მია მი­ე­ნი­ჭოს ევ­რო­კავ­შირს იმის­თ­ვის, რომ „უკანასკნელი 6 დე­კა­დის მან­ძილ­ზე კავ­შირ­მა და მის­მა წი­ნამ­ძღ­ვ­რებ­მა ხე­ლი შე­უწყ­ვეს მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბას, დე­მოკ­რა­ტი­ას და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ევ­რო­პა­ში”. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ ერ­თ­ნა­ი­რად გა­აკ­ვირ­ვა მე­მარ­ჯ­ვე­ნე და მე­მარ­ცხე­ნე ფლან­გი. ეს ჯილ­დო, ათე­ნი­სა და მად­რი­დის ქუ­ჩებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო გა­მოს­ვ­ლე­ბის ფონ­ზე, ნამ­დ­ვი­ლად გა­საკ­ვი­რი­ა. აღ­ნიშ­ვ­ნის ღირ­სია ის ფაქ­ტი, რომ თა­ვად ნორ­ვე­გი­ამ, რომ­ლის პარ­ლა­მენ­ტიც ნო­ბე­ლის კო­მი­ტეტს აკომ­პ­ლექ­ტებს, ორ­ჯერ თქვა უარი ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვ­ლა­ზე.

„ამას დღეს ალ­ბათ ათენ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ”, – იხუმ­რა ედ ბოლ­ს­მა ბრი­ტა­ნე­თის ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ი­დან. ან­გე­ლა მერ­კელ­მა მომ­ხ­დარს „მშვენიერი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა” უწო­და, ხო­ლო ოლან­დ­მა – „უდიდესი პა­ტი­ვი”. დე­ვიდ კა­მე­რონ­მა, რომ­ლის პარ­ტი­აც ევ­რო­კავ­ში­რი­სად­მი ცი­ვა­დაა გან­წყო­ბი­ლი, კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თა. ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტ­მა ჰერ­მან ვან რომ­პო­იმ და ევ­რო­კო­მი­სი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა ჟო­ზე მა­ნუ­ელ ბა­რო­ზომ აღ­ნიშ­ნეს, რომ „[პრემია] ამ სირ­თუ­ლის ჟამს აჩ­ვე­ნებს, რომ ევ­რო­კავ­ში­რი მთელ მსოფ­ლი­ო­ში ინ­ს­პი­რა­ცი­ად რჩე­ბა ლი­დე­რე­ბის და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის”. ჰო­ლან­დი­ელ­მა ევ­როს­კეპ­ტი­კოს­მა ხე­ერტ ვილ­დერს­მა კი ჩვე­უ­ლი ტაქ­ტი­კით გა­ნაცხა­და: „ნობელის პრე­მია ევ­რო­კავ­შირს მა­შინ, რო­დე­საც ბრი­უ­სე­ლი და ევ­რო­პა ჩა­მოქ­ცე­ვის პი­რა­სა­ა? რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი, ოს­კა­რი ვან რომ­პო­ის­თ­ვის?”.

კავაკო სილვა, რუდ ლუბერსი, ჰანს დიტრიხ გენშერი და ჟაკ დალორი მაასტრიხტის ხელშეკრულების გაფორმებას აღნიშნავენ. 1992

ნო­ბე­ლის კო­მი­ტე­ტის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის დამ­სა­ხუ­რე­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ მოხ­და საფ­რან­გე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის შე­რი­გე­ბა, ბალ­კა­ნეთ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის დამ­ყა­რე­ბა, ასე­ვე, დიქ­ტა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი და ახა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი: პორ­ტუ­გა­ლია და ეს­პა­ნე­თი, მი­ი­ღეს კავ­შირ­ში. გა­საკ­ვი­რი ისა­ა, რომ ნო­ბე­ლის კო­მი­ტეტ­მა ამ კუთხით აღ­ნიშ­ვ­ნის გა­რე­შე და­ტო­ვა ამე­რი­კი­სა და NATO-ს ფაქ­ტო­რი.

ამე­რი­კის ჯა­რე­ბი ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტ­ზე საბ­ჭო­თა საფ­რ­თხის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბამ­დე იყ­ვ­ნენ. 1947 წლი­დან ევ­რო­პა მარ­შა­ლის გეგ­მის მი­ხედ­ვით იღებ­და ეკო­ნო­მი­კურ დახ­მა­რე­ბას. ძლი­ე­რი ევ­რო­პა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს სა­კუ­თარ პარ­ტ­ნი­ო­რად მი­აჩ­ნ­და „ბოროტების იმ­პე­რი­ას­თან” ბრძო­ლა­ში და, შე­სა­ბა­მი­სად, ხელს უწყობ­და მის ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მას.

ექ­ვ­სი დე­კა­დის მან­ძილ­ზე ევ­რო­პის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას მშვი­დო­ბის გა­რან­ტის რო­ლი არ ეკუთ­ვ­ნის. ში­და და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის შე­კა­ვე­ბა და მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­არ­სე­ბო­ბა საბ­ჭო­თა საფ­რ­თხის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ გა­მო­იწ­ვი­ა. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, NATO უფ­რო მე­ტად იმ­სა­ხუ­რებს ამ პრე­მი­ას, ვიდ­რე ევ­რო­კავ­ში­რი, რად­გან ეკო­ნო­მი­კუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­თი­ა­ნო­ბა თავ­დაც­ვის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­

ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე ტრობიორენ იაგლანდი მშვიდობის პრემიის ლაურეატად ევროკავშირს აცხადებს

ბებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. ევ­რო­კავ­შირ­მა დღემ­დე ვერ შეძ­ლო ქმე­დი­თუ­ნა­რი­ა­ნი ერ­თი­ა­ნი თავ­დაც­ვის და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის შექ­მ­ნა, მის­თ­ვის უსაფ­რ­თხო­ე­ბის და მშვი­დო­ბის გა­რან­ტია სწო­რედ NATO-ა.

სტა­ბი­ლუ­რო­ბა არა ევ­რო­კავ­ში­რის მიღ­წე­ვა, არა­მედ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რე­სის შე­დე­გი­ა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც გა­მო­ი­ღებ­და შე­დეგს. ექ­ს­პერ­ტ­თა ნა­წი­ლის აზ­რით, ევ­რო­პის მშვი­დო­ბის მი­ზე­ზი ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ა, ვი­ნა­ი­დან ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი ომის ალ­ბა­თო­ბას გა­მო­რიცხავს. მე­ო­რე ნა­წი­ლი არ ეთან­ხ­მე­ბა ამ მო­საზ­რე­ბას და თვლის, რომ მი­უ­ხე­და­ვად მა­ღა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა, მა­გა­ლი­თის­თ­ვის, 1913-14 წლებ­ში, ევ­რო­პამ ომი თა­ვი­დან ვერ აიცი­ლა.

ყუ­რად­სა­ღე­ბია ის, რომ მა­ას­ტ­რიხ­ტის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბამ­დე, რომ­ლი­თაც კავ­ში­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­იქ­მ­ნა, ევ­რო­პას უჭირ­და არა მარ­ტო სა­გა­რე­ო, არა­მედ სა­ში­ნაო უსაფ­რ­თხო­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. უკა­ნას­კ­ნე­ლი 60 წე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი არ იყო. 1970-იანი წლე­ბი ექ­ს­ტ­რე­მის­ტუ­ლი მე­მარ­ცხე­ნე და მე­მარ­ჯ­ვე­ნე ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის აღ­ზე­ვე­ბის პე­რი­ო­დი­ა. „წითელი არ­მი­ის ფრაქ­ცი­ის” საქ­მი­ა­ნო­ბამ გერ­მა­ნი­ა­ში და რა­დი­კა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბამ იტა­ლი­ა­ში სის­ხ­ლის­ღ­ვ­რა გა­მო­იწ­ვი­ა; 2000 ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე შე­ე­წი­რა ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის კონ­ფ­ლიქტს; დი­დი მსხვერ­პ­ლი მოჰ­ყ­ვა ЕТА-ს აქ­ტი­ვო­ბებს ეს­პა­ნეთ­ში; რკი­ნის ფარ­დის ჩა­მოშ­ლამ­დე გერ­მა­ნია ორად იყო გა­ყო­ფი­ლი და ევ­რო­გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში მხო­ლოდ და­სავ­ლე­თი შე­დი­ო­და; აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა საბ­ჭო­უ­რი და ამე­რი­კუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის პო­ლი­გონს წარ­მო­ად­გენ­და; ბერ­ლი­ნის კედ­ლის დარ­ღ­ვე­ვის შემ­დეგ, 90-იან წლებ­ში, ევ­რო­კავ­ში­რი ბალ­კა­ნე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე სის­ხ­ლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის მოწ­მე გახ­და.

უკა­ნას­კ­ნელ პე­რი­ოდ­ში ევ­რო­კავ­ში­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა უფ­რო დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას იწ­ვევს, ვიდ­რე მშვი­დო­ბას. ევ­როს შე­მო­ღე­ბა ბევ­რი ქვეყ­ნის­თ­ვის იყო სა­ვა­ლა­ლო. იმ სურ­ვი­ლით, რომ სა­ერ­თო ევ­რო­პუ­ლი იდე­ა­ლე­ბის­თ­ვის კა­რი გა­ე­ღოთ, ბევ­რი და­უ­ფიქ­რებ­ლად შე­უ­ერ­თ­და ევ­რო­ზო­ნას. ცო­ტა ხან­ში კი მა­თი ეკო­ნო­მი­კა ნაკ­ლე­ბად კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­და ისეთ გი­გან­ტებ­თან, რო­გო­რიც გერ­მა­ნიაა და დღეს მათ რე­ა­გი­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი პლატ­ფორ­მა აღარ გა­აჩ­ნი­ათ.

დღეს ევ­რო­პა კვლავ ორა­დაა გახ­ლე­ჩი­ლი, და­პი­რის­პი­რე­ბა და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ას თუ საფ­რან­გეთ­სა და გერ­მა­ნი­ას შო­რის აღარ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ეკო­ნო­მი­კუ­რად მდგრად ჩრდი­ლო­ეთ­სა და ნაკ­ლე­ბად გან­ვი­თა­რე­ბულ სამ­ხ­რეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ძა­ბუ­ლი­ა. სა­ბერ­ძ­ნეთ­ში ან­გე­ლა მერ­კე­ლის ვი­ზიტს პრო­ტეს­ტან­ტე­ბი ნა­ცის­ტურ ფორ­მა­ში გა­მოწყო­ბილ­ნი შეხ­ვ­დ­ნენ. ეს­პა­ნეთ­ში ბას­კე­ბი ქვეყ­ნი­დან გა­მო­ყო­ფით იმუქ­რე­ბი­ან. ბრი­ტა­ნე­თი კვლავ იზო­ლა­ცი­ურ პო­ლი­ტი­კას უბ­რუნ­დე­ბა.

საპროტესტო აქცია ევროკავშირის წინააღმდეგ. საბერძნეთი

პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, ნო­ბე­ლის კო­მი­ტე­ტი ერ­თა ლი­გის შექ­მ­ნას ოვა­ცი­ე­ბით შეხ­ვ­და. ნო­ბე­ლის პრე­მია მი­ი­ღო ფრენკ კე­ლოგ­მა ბრა­ინ­-­კე­ლო­გის სამ­შ­ვი­დო­ბო პაქ­ტის­თ­ვის, თუმ­ცა კო­მი­ტე­ტის სი­ხა­რუ­ლი ნა­ად­რე­ვი გა­მოდ­გა: რო­გორც ერ­თა ლი­გა, ასე­ვე ბრა­ინ­-­კე­ლო­გის პაქ­ტი, აბ­სო­ლუ­ტუ­რი უტო­პია იყო. ეს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დაწყე­ბა­მაც და­ა­დას­ტუ­რა.

ევ­რო­კავ­ში­რის­თ­ვის პრე­მი­ის გა­და­ცე­მა 20 წლის წინ უფ­რო იქ­ნე­ბო­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი. დღეს ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე­ა, ევ­როს მო­მა­ვა­ლი – გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი, კონ­ტი­ნენ­ტის ნა­წი­ლი რე­ცე­სი­ა­შია ჩა­ძი­რუ­ლი, მკაც­რი სა­ბი­უ­ჯე­ტო ზო­მე­ბის მი­ღე­ბას კი მო­სახ­ლე­ო­ბა აპ­რო­ტეს­ტებს. კო­მი­ტე­ტის სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, „ერთა საძ­მო­ში” სო­ლი­და­რო­ბა იკ­ლებს – ეკო­ნო­მი­კუ­რად მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის შე­და­რე­ბით ჩა­მორ­ჩე­ნილ ნა­წი­ლებ­ში რე­სურ­სე­ბის გა­დას­რო­ლა­ზე ჩი­ვი­ან.

ევ­რო­კავ­ში­რის რო­მელ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ას (ევროკომისიას, ევ­რო­პულ საბ­ჭოს თუ ევ­რო­პარ­ლა­მენტს) გა­დას­ცე­მენ 1.2-მილიონიან პრე­მი­ას, ჯერ არ შე­თან­ხ­მე­ბუ­ლა. შექ­მ­ნილ ვი­თა­რე­ბა­ში ჰენ­რი კი­სინ­ჯე­რის ფრა­ზა – „ვის და­ვუ­რე­კო, თუ ევ­რო­პას­თან და­კავ­ში­რე­ბა მსურს?” – ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ა.

The Wall Street Journal-ის მი­ხედ­ვით, ევ­რო­კავ­შირ­ზე არ­ჩე­ვა­ნის შე­ჩე­რე­ბით ნო­ბე­ლის კო­მი­ტე­ტი კონ­ტ­რა­ვერ­სი­ულ და პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს იმე­ო­რებს, რო­გო­რიც იყო პრე­მი­ის გა­და­ცე­მა ბა­რაკ ობა­მას­თ­ვის 2009 წელს. ნო­ბე­ლის კო­მი­ტეტ­მა, რო­გორც ბა­რაკ ობა­მას შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასე­ვე წლე­ვან­დე­ლი ლა­უ­რე­ა­ტის შერ­ჩე­ვი­სას, წარ­სუ­ლის მიღ­წე­ვე­ბის მა­გივ­რად მო­მავ­ლის გეგ­მე­ბით იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლა, მო­უ­წო­და რა ევ­რო­კავ­შირს, თა­ვი­დან აიცი­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­საძ­ლო ერო­ზი­ა.

ნო­ბე­ლის მშვი­დო­ბის პრე­მი­ა გა­და­ე­ცე­მათ მათ, ვინც შეძ­ლო და ხე­ლი შე­უწყო „ერებს შო­რის ძმო­ბას, არ­სე­ბუ­ლი ჯა­რე­ბის გა­უქ­მე­ბას, შემ­ცი­რე­ბას, მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და ხელ­შეწყო­ბას”. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ალ­ფ­რედ ნო­ბე­ლი ალ­ბათ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბო­და, რო­დე­საც ჰენ­რი კი­სინ­ჯერ­მა და ლე დუკ ტომ ვი­ეტ­ნა­მის ომის დას­რუ­ლე­ბის­თ­ვის მი­ი­ღეს პრე­მი­ა, რა­საც კი­დევ უფ­რო მე­ტი ძა­ლა­დო­ბა და სამ­ხ­რეთ ვი­ეტ­ნა­მის და­ცე­მა მოჰ­ყ­ვა. გვა­ტე­მა­ლე­ლი რი­გო­ბერ­ტა მენ­ჩუ „სოციალური სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის­თ­ვის” გახ­და პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი აღ­მოჩ­ნ­და, რომ მან თა­ვი­სი ის­ტო­რია გა­ა­ყალ­ბა. ალ გორ­მა და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სამ­თავ­რო­ბათ­შო­რი­სო პა­ნელ­მა 2007 წელს გა­ი­ნა­წი­ლეს პრე­მია და ეს ბევ­რის კრი­ტი­კის სა­ბა­ბი გახ­და, ვი­ნა­ი­დან სა­ერ­თოდ არ უკავ­შირ­დე­ბო­და მშვი­დო­ბას. 1945 წელს პრე­მია მი­ი­ღო კორ­დელ ჰალ­მა, რო­მე­ლიც ფრან­კ­ლინ დე­ლა­ნო რუზ­ველ­ტის კა­ბი­ნეტ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო მდი­ვა­ნი მა­შინ იყო, რო­დე­საც სენტ ლუ­ი­სის კრი­ზი­სის დროს თავ­შე­საფ­რის მა­ძე­ბა­რი 950 ებ­რა­ე­ლი სა­კუ­თა­რი გე­მით უკან გა­აბ­რუ­ნეს გერ­მა­ნი­ა­ში. ბევ­რი მათ­გა­ნი ჰო­ლო­კოს­

ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპოი

ტის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

ნო­ბე­ლის კო­მი­ტე­ტის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­პა „ომების კონ­ტი­ნენ­ტი­დან მშვი­დო­ბის კონ­ტი­ნენ­ტად გა­და­იქ­ცა”. რო­გორც Foreign Policy წერს, ეს მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რი­ვა­დაა მარ­თა­ლი. მა­შინ, რო­დე­საც თა­ვად კავ­ში­რი შე­და­რე­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი იყო, მის გა­რეთ დარ­ჩე­ნილ ევ­რო­პა­ში, მათ შო­რის დნეს­ტ­რის­პი­რეთ­ში, ყა­რა­ბაღ­ში, ჩეჩ­ნეთ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და, გე­ნო­ცი­დი და სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­შე დღეს ისევ დგას ექ­ს­ტ­რე­მიზ­მის, რა­სიზ­მის, ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის საფ­რ­თხე­ე­ბი. ბევ­რი რა­დი­კა­ლუ­რი პარ­ტია ევ­რო­კავ­შირს ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის მი­მართ საფ­რ­თხედ მი­იჩ­ნევს. მშვი­დო­ბის პრე­მი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის თქმით, „დეინტეგრაციის საფ­რ­თხე ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს”. ევ­რო­კავ­შირს მო­მა­ვალ­ში მო­უ­წევს წარ­მო­შო­ბი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა და ამის­თ­ვის მე­ტად კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი, ერ­თ­სუ­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კაა სა­ჭი­რო. თუმ­ცა ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში raison d'etat სა­ერ­თო ევ­რო­პულ ინ­ტე­რე­სებს წო­ნის.

კომენტარები