ახალი მთავრობა

ბიძინა ივანიშვილი: უმჯობესია, უმრავლესობა დახურულ ფორმატში შეიკრიბოს

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომები, უმჯობესია, დახურულ ფორმატში გაიმართოს - ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის სხდომების დახურულ ფორმატში ჩატარება უფრო პრაქტიკული იქნება.

„ჩემი აზრით, კამერების წინ მუშაობა რაღაც ეფექტურობას კარგავს. თუ ისე მოხდება, რომ ჩვენი გუნდი გაიხლიჩება და ბევრ პრინციპულ საკითხზე განსხვავებული პოზიცია ექნებათ, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ განუხრელად დავაფუძნოთ საჯაროობა. თუ ვინმეს იმის გრძნობა გაუჩნდება, რომ გუნდში ვიღაც პიროვნება ან ჯგუფი პრიორიტეტებით სარგებლობს და დახურულ მდგომარეობაში საკუთარი აზრის დაფიქსირებას ვერ ახერხებს, ასეთ მდგომარეობაში საჯაროობის საჭიროება გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვფიქრობ, უფრო პრაქტიკულია და დრო არ გვეკარგება იმ კეკლუცობაზე, რომ ჟურნალისტები გვიყურებენ. კამერების გარეშე მუშაობა უფრო ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

კომენტარები