Life

Guide

1)ახალი ქინდლის შექმნით ამაზონმა კიდევ ერთი მიზეზი მოგვცა, რომ კითხვა უფრო შეგვიყვარდეს. ის, რაც მას წინა თაობის რიდერებისგან გამოარჩევს, პირველ რიგში, ეკრანია. გაზრდილი კონტრასტის წყალობით, ქინდლი Paperwhite-ის მკაფიო, თეთრ ფონზე შავი ტექსტის კითხვა უფრო სასიამოვნო გახდა. ამასთან, კითხვა კომფორტულია ნებისმიერ შუქზე – მზეზე ეკრანი სინათლეს ირეკლავს, შიდა განათება კი ლოგინში გათენებამდე კითხვის საშუალებას გაძლევთ.

დიოგენე მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული მწერლის, ჰენრი მილერის სკანდალურ რომანს გამოსცემს. „კირჩხიბის ტროპიკი”, ისევე როგორც მილერის სხვა წიგნების უმეტესობა, ავტობიოგრაფიულია. მწერლის სამშობლოში ის დიდი ხნის განმავლობაში იყო აკრძალული პორნოგრაფიული და ამორალური შინაარსის მოტივით. წიგნი, რომელსაც ბეკეტმა თავის დროზე „თანამედროვე ლიტერატურის ისტორიაში მონუმენტური მოვლენა” უწოდა, 30-იანებში პარიზში მცხოვრები მილერის გაჭირვებულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

3)შორეულ 1992 წელს ჯანი ვერსაჩემ გადაწყვიტა, სამოსის გარდა კიდევ შეექმნა რაღაც ისეთი, რაც ბრენდის ესთეტიკასაც კარგად გადმოსცემდა და ცხოვრების სტილთანაც იქნებოდა კავშირში. ასე დაიწყო ვერსაჩეს და Rosenthal-ის თანამშრომლობა. ოცწლიანი იუბილეს აღსანიშნად კი, Rosenthal & Versace წელს ჭურჭლის ახალ კოლექციას წარმოგვიდგენენ – 20 თეფშს განსხვავებული დიზაინით, რომელიც სხვადასხვა კულტურებში, მითებსა და დროში მოგზაურობის შედეგია.

კომენტარები