პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: დევნილების შეჭრა სავარაუდოდ წინა ხელისუფლების ორგანიზებულია

0 კომენტარი

ბიძინა ივანიშვილი დევნილების მერიაში შეჭრის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, უკანასკნელ დღეებში დევნილების მიერ სხვადასხვა დაწესებულებებში შეჭრა, მას ეჭვს უჩენს, რომ ეს წინა ხელისუფლების ორგანიზებულია. 

„ეჭვი მაქვს, თუმცა, გადაწყვეტით ჯერჯერობით ვერ ვამბობ, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ არჩევნების დროს გასცა დაპირებები და ახლა უსრულებენ, ან რაღაც ამის მსგავსი ხდება და ამის გამო საკმაოდ რთული სიტუაცია შეიქმნა. მე მგონია, ორგანიზებული შეკრება ხდება და ვფიქრობ, რომ ამაში ძალიან აქტიურობს ძველი ხელისუფლება“, - განაცხადა ივანიშვილმა

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები