ლიტვა

ლიტვის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა

0 კომენტარი

ლიტვის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრის ანდრიუს კუბილიუსის კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული პარტია გავიდა.

როგორც გამარჯვებული პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრემიერობის სავარაუდო კანდიდატი ალგირდას ბასკევიჩუსი აცხადებს, მისი პარტია ორ სხვა ოპოზიციურ ძალასთან ერთად კოალიციას შექმნის. კოალიციის შექმნის შედეგად, გაერთიანებულ ოპოზიციას 141-კაციან პარლამენტში 79 დეპუტატი ეყოლება.

ექსპერტების აზრით, ლიტვის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ევროზონის კრიზისმა განაპირობა. კრიზისის შედეგად, ლიტვაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, 14%-იანი რესეცია დაფიქსირდა. მთავრობამ გაბანკროტების თავიდან ასაცილებლად საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრი შემცირების პოლიტიკას მიმართა, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. გამარჯვებული პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში კი, საბიუჯეტო შეკვეცების წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ლორია

კომენტარები