აშშ-საქართველო

ბარაკ ობამას მისალოცი წერილი ბიძინა ივანიშვილის Facebook-ზე გამოქვეყნდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას მისალოცი წერილი ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ბარაკ ობამა პრემიერმინისტრს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და ადასტურებს, რომ აშშ კვლავ რჩება საქართველოს პარტნიორ ქვეყნად. 

,,ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მსურს, მოგილოცოთ კოალიციის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. იწყებთ რა საქმიანობას საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, მინდა, გისურვოთ წარმატება თქვენ და თქვენს მთავრობას.

არჩევნები წარმოადგენდა ისტორიულ ქვაკუთხედს თქვენი ქვეყნისთვის და ცხადყო, რომ საქართველო გახდა სიცოცხლისუნარიანი დემოკრატია. თქვენმა პარტიამ მემკვიდრეობით მიიღო ამოცანა, წინ წახვიდეთ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განმტკიცებისა და აღმავლობის გზაზე. ამის მისაღწევად პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს დასჭირდებათ უკან მოიტოვონ, როგორც კონკურენტუნარიანი არჩევნები, ასევე ტრანზიციის პერიოდი და ერთად იღვაწონ კონსტრუქციულად საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეო პოლიტიკის გასატარებლად. როგორც ელჩ ნორლანდისგან ვიცი, სწორედ ასეთია თქვენი მიდგომა და ამ საკითხში შეგიძლიათ, ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. 

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული, 20 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები მხარს უჭერდა საქართველოში დემოკრატიულ ტრანზიციას და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. თქვენი პრემიერ-მინისტრობის დასაწყისში, ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობისა და მოველით მის კიდევ უფრო გაღრმავებას მომავალში“, - ნათქვამია წერილში. 

კომენტარები