შსს

ღარიბაშვილმა ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა

0 კომენტარი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. 
„ბარბარე რაფალიანცის საქმე სამწუხაროდ კვლავ გაუხსნელია, ძიებას ამ დრომდე კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. მინისტრის განცხადებით, მაქსიმალური ძალისხმევა და რესურსი იქნება გამოყენებული ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების მიზეზის დროულად დასადგენად“, - ნათქვამია განცხადებაში.

იქვე მითითებულია, რომ მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა აღნიშნული საქმე.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 10 თვის ბარბარე რაფალიანცი წყლით სავსე ქვევრში იპოვეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები