აშშ

აშშ-სთვის ქარიშხლით მიყენებულ ზარალს 50 მილიარდ დოლარად აფასებენ

აშშ-ში ქარიშხალ სენდის გამო დაღუპულთა რიცხვი იზრდება. BBC-ის ინფორმაციით, გარდაცვლილია 80-ზე მეტი ადამიანი - მათ შორის 37 ქალაქ ნიუ-იორკში. არიან დაკარგულები.

4.6 მილიონამდე ადამიანი კვლავ ელექტროენეგიის გარეშეა დარჩენილი. რეგიონში დეფიციტია საწვავზე. დაზარალებულებს საკვებითა და წყლით ეხმარებიან.

შტატებში დაღუპულთა რიცხვმა გადააჭარბა კარიბის ზღვის აუზში გარდაცვლილთა რაოდენობას - სენდიმ აქ 69 ადამიანი იმსხვერპლა.

კატასტროფებით გამოწვეული ზარალის შემფასებელი კომპანია Eqecat-ის გათვლებით, ქარიშხალისგან აშშ-სთვის მიყენებულმა ზარალმა, შესაძლოა, 50 მილიარდი დოლარი შეადგინოს.

 

კომენტარები