შსს

ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპოლის გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპოლის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას.  შსს-ს ინფორმაციით, ასამბლეა 5-8 ნოემბერს ქალაქ რომში გაიმართება.

საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის - ინტერპოლის - ასამბლეის მინისტერიალს, ირაკლი ღარიბაშვილი 100-ზე მეტი ქვეყნიდან ჩასულ კოლეგასთან ერთად დაესწრება.

ძირითადი განსახილველი თემები იქნება პოლიციის წინაშე მდგარი ისეთი გამოწვევები, როგორებიცაა ორგანიზებული დანაშაული და კიბერდანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლა.

შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ინტერპოლის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების მაღალი რანგის წარმომადგენლები. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ომი 8 აგვისტოს დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები