Life

Guide 17 - 23 სექტემბერი

საუნდის დიზაინი ლინჩის ფილმებში ისაა, რაც რეჟისურაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. მაგალითად, რთული იქნებოდა წარმოგვედგინა მისი Eraserhead ცნობილი საუნდტრეკის გარეშე. ახლახან რეჟისორის თაყვანისმცემლებს საშუალება მიეცათ, კიდევ ერთხელ „მოუსმინონ” ფილმს – ლინჩის და სპლეტის იმ ექსპერიმენტების შედეგს, რომლებსაც ისინი წყლით სავსე აბაზანაში ატარებდნენ სასურველი ხმის მისაღებად. Eraserhead-ის საუნდტრეკი ამჯერად ვინილის დისკზე გამოვიდა, მხოლოდ 1500 ცალი. თავად ლინჩი გვირჩევს, მუსიკას ღამით მოვუსმინოთ, რადგან ამ ფილმის სამყაროს სილამაზეს ასე მთლიანად შევიგრძნობთ.

 

2)Samsung Galaxy Note 2 დაბრუნდა. უფრო სწრაფი, უფრო თხელი, უფრო ფართო და მკაფიო ეკრანით. ოთხბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,6 გჰც მას კიდევ უფრო სწრაფს ხდის, ვიდრე Galaxy S3-ია. S Pen-ით მართვის ფუნქცია და Android 4.1 Jelly Bean ოპერაციული სისტემა სამსუნგის ახალ სათამაშოს, რომლის წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. Galaxy Note 2 ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოვა.

 

3)„მინდოდა ისეთი კოლექცია შემექმნა, რომელიც კანს მზის ელვარებას მიანიჭებდა მთელი წლის განმავლობაში”, – ამბობს ნიკოლა დეჟენი, ჟივანშის კრეატიული არტდირექტორი. ბრენდის მაკიაჟის ახალი ხაზი Givenchy Croisière შვებულების მზიანი დღეების გახანგრძლივებისთვის კარგი საშუალება შეიძლება გახდეს. უკვე გარუჯულებს განსაკუთრებით მოეწონებათ Mister Radiant, გამჭვირვალე გელი მიკროგრანულებით, რომელიც სხეულს მსუბუქ ოქროსფერ ბზინვარებას მიანიჭებს.

 

დიდი ხანია, ალექსა ჩანგისგან რაღაც მსგავსს ველოდით. დიზაინის სფეროში ცნობილი style icon ძალებს რომ აუცილებლად მოსინჯავდა, ამაში ეჭვი ალბათ არავის ეპარებოდა, ამჯერად კი ჩანგმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სამოსის საკუთარ ხაზზე იწყებს მუშაობას. ეს არ იქნება ჩვეულებრივი „ვარსკვლავური” კოლექცია, რომელშიც სახე რეკლამის ფუნქციას ასრულებს – იდეების და ესკიზების ავტორი თავად ალექსა იქნება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოდ ჩაცმული ბრიტანელია და იმასაც, რომ ტელეწამყვანი ახლახან Gossip Girl-ის ეპიზოდშიც გადაიღეს, ამ კოლექციას ყურადღების მიპყრობა ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს.

 

5)ლუი ვიტონის სახლი ბოლო ხანებში ინტენსიურად თანამშრომლობდა იაპონელ მხატვართან, იაოი კუსამასთან. ჯერ გამოუშვა აქსესუარების ლიმიტირებული კოლექცია, რომელიც კუსამას პრინტით polka-dot იყო გაფორმებული, შემდეგ კი მის შემოქმედებას მოკლემეტრაჟიანი ფილმიც მიუძღვნა. ამჯერად ვიტონი გვთავაზობს კუსამას მონოგრაფიას, რომელშიც

მხატვრის არქივიდან ბევრი გამოუქვეყნებელი დოკუმენტი, ფოტო თუ ილუსტრაცია შევა. წიგნი Yayoi Kusama-Louis Vuitton მოდის სახლის მაღაზიებში გაიყიდება.

 

6)საინტერესო უნდა იყოს The Beatles-ის ყველაზე უცნაური წევრის ცხოვრებისთვის თვალის დევნება, თანაც მატერიალურ სამყაროში. ამის საშუალებას მარტინ სკორსეზე გვაძლევს, რომელსაც, როგორც ჩანს, მოეწონა როკვარსკვლავებზე დოკუმენტური ფილმების გადაღება. „ჯორჯ ჰარისონი: მატერიალურ სამყაროში ცხოვრება” (George Harrison: Living in the Material World) 208 წუთის განმავლობაში გვიყვება ვარსკვლავის ცხოვრებაზე, შემოქმედებით მოღვაწეობასა და ინდური კულტურით გატაცებაზე.

კომენტარები