Life

Guide 4 - 10 ივნისი

0 კომენტარი

1) ანა დელო რუსოს სახელი მოდის სამყაროში ყველამ იცის – ყველაზე ექსცენტრიკული ინსაიდერი ყველაზე ექსტრავაგანტური სტილითაც გამოირჩევა. იაპონური Vogue-ის შემოქმედებითმა კონსულტანტმა ახლახან H&M-ისთვის აქსესუარების კოლექციაც შექმნა – მასში შევა სამაჯურები, საყურეები, მზისგან დამცავი სათვალეები, ფეხსაცმელი, პატარა ჩანთები და მაღაზიებში წლეულს ოქტომბერში გამოჩნდება.

2) FORENINGEN ROSKILDE FESTIVAL
დაიწყო ზაფხული და მასთან ერთად მუსიკალური ფესტივალების ცხელი სეზონიც. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ხმაურიანი Roskilde-ს ფესტივალი 5 ივლისს დანიაში გაიხსნება და ოთხი დღის განმავლობაში, რვა სცენაზე, ორასამდე მუსიკალური ჯგუფი თუ შემსრულებელი დაუკრავს. მუსიკოსების სიაში ნახავთ ისეთ ცნობილ სახელებს, როგორებიცაა: Björk, Bon Iver, Bruce Springsteen, The Cure, The Roots, M83 და ბევრი სხვა.

შარშან გაზეთმა პრაიმ ტაიმმა ქართული აკადემიური მხატვრობის ფუძემდებელი და რეალისტი ფერმწერი გიგო გაბაშვილი ახალი კუთხით წარმოგვიდგინა, როდესაც ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცული მისი არაჩვეულებრივი ფოტონამუშევრები გამოფინა. პროექტს გაგრძელება მოჰყვა – კულტურის სამინისტროს დახმარებით გამოიცა მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული გაბაშვილის ფოტოალბომი, რომელიც მხოლოდ ეროვნულ გალერეაში შეგიძლიათ შეიძინოთ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები