ბაჩო ახალაია

ბაჩო ახალაია: ჩემი ამოცანაა, ყველა კითხვას ნებისმიერ ფორმატში გავცე პასუხი

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კურიერთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მზადაა მისი მისამართით გამოთქმულ ყველა ბრალდებას პასუხი გასცეს.

,,ჩემი ამოცანაა, ყველა კითხვას, რომელიც არსებობს, მათ შორის კითხვებს, რომლებიც ეხება კორუფციას, უკანონო ფორმირებებს და სხვა ბრალდებებს, ნებისმიერ ფორმატში გავცე პასუხი. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი აბსურდია. ახლა იქნება დრო, როცა ჩვენ ვნახავთ თუ რასთან გვქონდა საქმე“ , - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

ბრალდებას იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტრომ 113 მილიონი ლარი ,,გაფლანგა“, ახალაია მორიგ სიცრუეს უწოდებს. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პოსტი დატოვა, მას პენიტენციარულ სისტემასთან შეხება აღარ ჰქონია.

ბაჩო ახალაიას შეფასებით, საზოგადოებაში არსებობს საფრთხე, რომ კრიმინალური სისტემის წინააღმდეგ განხორციელებულმა რეფორმამ რღვევა განიცადოს.

შეგახსენებთ, დღეს ბაჩო ახალაიას სახელით მიმართვა გავრცელდა. მი­მარ­თვა­ში ახა­ლა­ია აც­ხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და მზად არის გა­მო­ძი­ე­ბის ყვე­ლა შე­კით­ხვას უპა­სუ­ხოს. 

კომენტარები