თბილისის მერია

თბილისის მერია: მთავარ მიზნად რჩენა, თბილისელთათვის გაგრძელდეს სოციალური დახმარებების გაცემა

ქალაქ თბილისის მერიამ  სოციალური დახმარებების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. 

"თბილისის მერიის მთავარ მიზნად რჩება, თბილისელებისთვის გაგარძელდეს იმ სოციალური დახმარებების გაცემა, რომელიც 31 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის №440 დადაგენილების მიღების შემდეგ შეწყდა. აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით, დღეს თბილისის მერიისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გადაწყვეტილების მიღების დაჩქარების მიზნით, თბილისის მერი გიგი უგულავა გეგმავს ოფიციალურად მიმართოს საქართველოს მთავრობას და განსახილველად წარუდგინოს დადგენილების პროექტი რომლის მიხედვით, მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამების განხორცილება სრულად აღდგება".

კომენტარები