ბაჩო ახალაია

არჩილ კბილაშვილი: ბაჩო ახალაია დაიკითხება

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალიას პროკურატურა დაკითხავს. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმ ბრალდებასა და ინფორმაციაზე, რომელიც ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებითაა გავრცელებული, გამოძიება დაიწყება.

,,პროკურატურის მოვალეობაა, მედიაში გავრცელებული და ზოგადად საზოგადოებაში არსებული განცხადებები შეისწავლოს, გამოძიება აწარმოოს და თუკი დანაშაულის ნიშნები დადასტურდება, კონკრეტული შედეგი დააყენოს. რაც შეეხება ახალაიას, მასთან დაკავშირებით ბევრი განცხადება და ინფორმაცია არსებობს. რა თქმა უნდა, დაიწყება მათი შესწავლა და დამუშავება, თუმცა საზოგადოებრივი აზრი, რომ ის დამნაშავეა და არ შეიძლება ქუჩაში დადიოდეს, საზოგადოებრივი აზრია, პროკურატურა კი კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე უნდა მოქმედებდეს. ის, რომ ბაჩო ახალაიას დაკითხვაზე დაბარება დიდი ალბათობით მოსალოდნელი იქნება, რასაკვირველია, ეს შეიძლება ითქვას“, - განაცხადა კბილაშვილმა.

შეგახსენებთ, შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საქართველოში დაბრუნდა. იგი აცხადებს, რომ მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს. 

კომენტარები