რელიგიური უმცირესობები

ნიგვზიანში მუსლიმები მათი უფლებების კვლავ დარღვევას არ გამორიცხავენ

სოფელ ნიგვზიანში ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა ადგილობრივი მუსლიმის, არჩილ კახიძის ინფორმაციით, რომელიც იმ სახლში ცხოვრობს, სადაც სამლოცველოა მოწყობილი, სოფელში ჯვარი შეკრეს და მის აღმართვას მუსლიმთა ეზოს ჭიშკართან აპირებენ. მისი თქმით, 10-20 კაცი ქუჩაში სულ მოძრაობს და ხმამაღლა ლაპარაკობს. თავად ის გარეთ გასვლას და მოსახლეობის გაღიზიანებას ერიდება.

პარასკევს, როგორც საპარლამენტო კომიტეტში მიღწეული შეთანხმების შემდეგ გადაწყდა, მუსლიმებს საშუალება მიეცემათ, კვლავ ილოცონ სამლოცველოში, თუმცა მათ მეჩეთი არ უნდა ააშენონ.

კახიძე დარწმუნებული არ არის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის ეს შეთანხმება რამეს ნიშნავს. ის არ გამორიცხავს, რომ პარასკევს, მუსლიმთა ტრადიციული ლოცვის აღსრულებისას, მათი უფლებები კვლავ ხელყონ.

ტაბულასთან საუბარში კახიძე ამბობს, რომ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, ის პოლიციას მიმართავს. „ჩემი და ჩემი შვილების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ვერანაირ კეთილმეზობლობას ვერ შევწირავ“, - ამბობს კახიძე.

 

კომენტარები