ბაჩო ახალაია

ბაჩო ახალაიას ადვოკატი ქართული ოცნების წევრია

 „ქართული ოცნების  წევრი ვარ, მაგრამ ეს არანაირად არ მიშლის ხელს ჩემს საქმიანობაში. დასაცავი ვინც მეყოლება, ყველას დავიცავ - იქნება ის ნაციონალური მოძრაობის  წევრი,  თუ სხვა ნებისმიერი, ჩემს ადვოკატურ საქმიანობას არავის ვუთანხმებ“, - განაცხადა დავით დეკანოიძემ. 

მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული ქართული ოცნების ორი წევრის, გვარად შეყლაშვილისა და ქარდავას, ადვოკატიც იყო. 
ამასთან, ადვოკატის თქმით, არ აქვს ინფორმაცია, იცის თუ არა ახალაიამ, რომ იგი ქართული ოცნების წევრია. 

 

კომენტარები