Life

Guide 5-12 ნოემბერი

მაგიური, მაცდური და ბრწყინვალე, ასე ახასიათებენ ახალ სუნამოს, რომელიც შანელის სახლმა "Coco" -სა და "Coco Mademoiselle"-ის კვალდაკვალ გამოუშვა. Coco Noir შანელისთვის დამახასიათებელ სწორ, მართკუთხა ფლაკონშია წარმოდგენილი, რომელიც ამჯერად შავი შეფერილობისაა და გერანიუმის, ნარცისის, ბერგამოტისა და ვანილის კომბინაციას წარმოადგენს. შავი ფერი ელეგანტურობის, სიღრმის, მისტერიულობის და რადიკალურობის სიმბოლოა. Coco Noir ერთდროულად მძაფრი და ნაზი სურნელია, რომელშიც ბრენდის სხვა რამოდენიმე სუნამოს არომატს ამოიცნობთ. ამიტომ, მისი სურნელი ოდნავ მოკლებულია ინდივიდუალურობას და ის შანელის სახლის სუნამოების ბანალური კომბინაციის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს. Coco Noir-ის შემქმნელი შანელის ცნობილი ცხვირი, ჟაკ პოლჟია: „მე მსურდა გამეგძლებინა პარფიუმერიის აღმოსავლური ესთეტკის ძიება. აღმოსავლეთის, რომელიც იწყება და სრულდება ვენეციაში. და მას მე მე ქალაქის ღამეებში მივაკვლიე“.

„ქერუბიმული მოგზაური” მე-17 საუკუნის გერმანელი მისტიკოსი პოეტის ანგელუს სილეზიელის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. წარმოადგენს რელიგიურ-პოეტური აფორიზმების კრებულს, რომლის თემატიკაც ღვთისა და ადამიანის კავშირი და ადამიანებში განსხივებული ღვთაებრივი სიყვარულია. ანგელუს სილეზიელის შემოქმედება შთაგონების წყაროდ იქცა ისეთი დიდი მოაზროვნეებისთვის, როგორებიც იყვნენ: ლაიბნიცი, გოეთე, შოპენჰაუერი, ლევ ტოლსტოი, რილკე, ვიტგენშტაინი, ჰაიდეგერი.

კრებულს გამომცემლობა „სესტა“ ნომებრის თვეში, მარიამ ქსოვრელის თარგმანით წარმოგვიდგენს.

„მე და შენ“ იტალიელი რეჟისორის, ბერნარდო ბერტოლუჩის ახალი ფილმია. 2003 წლის შემდეგ, როდესაც კინო-თეატრებში „მეოცნებენი“ გამოვიდა, რეჟისორმა მძიმე ავადმყოფობის გამო, ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზა გააკეთა, ამიტომ მთელი ამ ხნის განმავლობაში რეჟისორის ახალ ფილმს კინოს მოყვარულები დიდი ინტერესით ელოდნენ.

„მე და შენ“, რომელიც თანამედროვე იტალიელი მწერლის, ნიკოლო ამანიტის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული, ორი ადამიანის უცნაურ გარემოში განვითარებული ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. ლორენცო 14 წლის საკუთარ თავში ჩაკეტილი ბიჭია, მისი უფროსი ნახევარდა ოლივია კი მეამბოხე სულის, ახალგაზრდა გოგონაა. რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს და ამასთან, ნარკოტიკების მომხმარებელია. მათ ერთმანეთი არ აღელვებთ, მეტიც სძულთ, თუმცა, მათი ურთიერთობა ნელნელა იცვლის სახეს. ფილმის პრემიერა კანის 65-ე ფესტივალზე, არასაკონკურსო ჩვენებაზე შედგა. ევროპული კინო-თეატრები კი მას ოქტომბრის ბოლოს წარმოადგენენ.

ლეგენდარული მილანური Moleskine, რომელიც ძირითადად საკანცელარიო ნივთების წარმოებით არის სახელგანთქმული, ამჯერად საკუთარ მომხმარებელს პირველად სთავაზობს ალბომს, რომლის ყველა გვერდიც შავია. ის განკუთვნილია სხვადასხვა კრეატიული იდეებისთვის: მუყაოს შავი ფონი იდეალურია ფოტოების ჩასაკრობად, ან სხვადასხვა კოლაჟებისა და ჩანახატების გასაკეთებლად. Moleskine XIX საუკუნის დასაწყისში დაარსდა და ცნობილია, რომ მისი პროდუქციის მომხმარებლები თავის დროზე პიკასო, ოსკარ უაილდი, ერნესტ ჰემინგუეი, ჰენრი მატისი და სხვა გამოჩენილი შემოქმედები იყვნენ.

5) შვედური საწარმო IKEA, რომელიც აქმდე ძირითადად, low cost ავეჯის წარმოებით იყო დაკავებული, ლონდონში, ოლიმპიური სოფლის მახლობლად ეკო კვარტალის აშენებას გეგმავს. უბანი 11 000 კვადრატული მეტრის ფართობზე იქნება გაშნებული, საცხოვრებელი სახლების ფართობი კი 12000 ადამიანზეა გათვლილი. როგორც კომპანიაში ამბობენ, ამ ბინების შეძენა, საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება ინგლისელებისთვის. გარდა საცხოვრებელი ფართებისა, კვარტალში აშენდება საავადმყოფო, საბავშო ბაღი, სასტუმრო, მაღაზიები, კულტურული და სავაჭრო ცენტრები.

 

 

 

კომენტარები