ბრალდება

გიორგი კალანდაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

გაერთიანებული შტაბის უფროსს, გიორგი კალანდაძეს ბრალი სისხლის სამართლის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კალანდაძის ადვოკატმა, გოგიტა გაბაიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, კალანდაძე ბრალდებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და უახლოეს დღეებში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება მისი პოზიცია.

როგორც ცნობილია, ამ წუთებში მიმდინარეობს ბაჩო ახალაიასა და ზურაბ შამათავასთვის ბრალის წაყენების პროცესი. 

კომენტარები