NATO

პეტრიაშვილი: NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში კალანდაძის დაკავების გამო გადაიდო

0 კომენტარი

სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა NATO-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. პეტრიაშვილის თქმით, შეხვედრის ჩაშლის მიზეზი ისაა, რომ გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელი არ ჰყავს.

 „ეს, ბუნებრივია, არის დროებით, ვიდრე არ მოხდება შეთანხმება კანდიდატურაზე მთავრობასა და ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა შორის, ვინც პასუხისმგებელია გენშტაბის უფროსის დანიშვნაზე. იმედი მაქვს, რომ ეს შეთანხმება შედგება და იქნება მიღებული კომპრომისული გადაწყვეტილება”, - განაცხადა პეტრიაშვილმა. 

სახელმწიფო მინისტრის თქმით, გაერთიანებული შტაბი არის NATO-ს სამხედრო კომიტეტის მთავარი მასპინძელი და ვიზიტის ჩატარება მოკლე ვადებში გადაწყდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თქმით, სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა.

8 ნოემბერს NATO-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გეგა მგალობლიშვილმა  განაცხადა, რომ სამხედრო კომიტეტმა ნოემბერში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები