ახალაიას საქმე

ახალაიას ადვოკატები აღმკვეთ ღონისძიებას გაასაჩივრებენ

ბაჩო ახალაიას ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. სააგენტო news.ge-ს ცნობით, ამის შესახებახალაიას ერთ - ერთმა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი, საქალაქო სასამართლოს განჩინება ჩაბარდებათ, 48 საათის განმავლობაში მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ახალაიას დაპატიმრების საფუძველი არ არსებობდა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბაჩო ახალაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა§ შეეფარდა. გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20 ათას ლარიანი გირაო დააკისრეს.

 

კომენტარები