ახალაიას საქმე

ბაჩო ახალაია გლდანის #8 იზოლატორში გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია გლდანის #8 დაწესებულების დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც მან წინასწარი პატიმრობის ვადა უნდა გაატაროს. 

ახალაიას სასამართლო სხდომა 25 დეკემბერს არის ჩანიშნული. 

შეგახსენებეთ, ყოფილ მინისტრს ბრალი სისხლის სამართლის 333-ე და 143-ე მუხლებით წარედგინა. საქალაქო სასამართლომ ახალაიას აღმკვეთი ღონისძიება, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბაჩო ახალაიას ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩირვებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ. 

კომენტარები