სასამართლო

გიორგი კალანდაძემ იზოლატორი უკვე დატოვა

გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი კალანდაძემ წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა. რაც შეეხება, მეოთხე ბრიგადის მეთაურს, ზურაბ შამათავას, მას დაკისრებული გირაოს თანხა - 20 ათასი ლარი, ამ დრომდე არ გადაუხდია.

კალანდაძისა და შამათავას ადვოკატის, დავით დეკანოიძის ცნობით, შამათავას ოჯახი თანხას აგროვებს.

,,კალანდაძემ წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა, ზურაბ შამათავას ოჯახს კი გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა აქვს და ისინი ამ თანხას აგროვებენ. ამდენად, შამათავაც კვირის განმავლობაში გათავისუფლდება", - განაცხადა დავით დეკანოიძემ. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხოლო შს ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას აღმკვეთი ღონისძიება, პატიმრობა შეეფარდა. 

 

კომენტარები