ახალაიას საქმე

ბაჩო ახალაია სამარტოო საკანშია მოთავსებული

ბაჩო ახალაია გლდანის #8 ციხის სამარტოო საგანშია მოთავსებული - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ გიორგი გიორგაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ახალაიას უსაფრთხოება კანონით გათვალისწინებული ნორმებით დაცული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლოდან გლდანის ციხეში 9 ნოემბერს გადაიყვანეს. ახალაიას ბრალად ედება თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა.

 

კომენტარები