გაფიცვა

გაფიცულ მძღოლებთან შეხვედრა მერიაში უშედეგოდ დასრულდა

თბილისში ავტობუსების მუშაობა ამ ეტაპზე არ აღსდგება.გაფიცული მძღოლებისა და ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელების შეხვედრა, რომელიც თბილისის მერიაში გაიმართა, უშედეგოდ დასრულდა.

 მძღოლები აცხადებენ, რომ მუშაობას არ განაახლებენ, სანამ თანამდებობას არ დატოვებენ თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ლევან კოპლატაძე.

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც მძღოლებს შეხვედრაზე თან ახლდა, აცხადებს, რომ მძღოლები აღარ აპირებდნენ, დაეყენებინათ თავიანთი 16 მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუ ჯოხაძე და კოპლატაძე გადადგებოდნენ.

 უკვე რამოდენიმე დღეა, დედაქალაქში, მძღოლების გაფიცვის გამო, ავტობუსები აღარ მოძრაობს.

კომენტარები