ბაჩო ახალაია

ახალაიას ბრალი წამებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებითაც წაუყენეს

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას, მისი ადვოკატის, დავით დეკანოიძის განცხადებით ახალი ბრალი წამების მუხლით წაუყენეს.

პროკურატურიდან გამოსულმა დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალაიას საქმეში ახალი ეპიზოდი გაჩნდა, კერძოდ, მას ბრალი 143-ე და 144-ე მუხლებით წაუყენეს. პირველი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ხოლო მეორეს პრიმა მუხლი წამებას გულისხმობს.

ექსმინისტრის ადვოკატი ვრცელ კომენტარს მასალების დეტალურად გაცნობის შემდეგ გააკეთებს.

 

კომენტარები