ვიზიტი

ბიძინა ივანიშვილი მარტინ შულცს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი,  ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს, მარტინ შულცს შეხვდა.

მარტინ შულცმა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი ქართულ–რუსული ურთიერთობების თემას შეეხო. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა მარტინ შულცს, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც შულცის მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა. 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცედურებს და აღინიშნა, რომ ვილნიუსის სამიტამდე უნდა მოხერხდეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა.

შეგახსენებთ, პრემიერიმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი სამუშაო  ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. 

კომენტარები