უცენზურო გამონათქვამები

კულტურის მინისტრის მოადგილე ხათუნა ხუნდაძე Facebook-ზე

Facebook-ზე პოლიტიკოსებიც ისევე აქტიურობენ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები. ოღონდ ჩვეულებრივი პოსტებისგან მათი ნაწერები იმით გამოირჩევა, რომ ისინი უფრო დავარცხნილი და როგორც წესი, მკვეთრ ფორმულირებებს მოკლებულია. თუმცა ყოველთვის უფრო საინტერესოა ის პოსტები, რომელთაც პოლიტიკოსები დაწერისთანავე შლიან ან დიდი მონდომებით მალავენ.

ახალი მთავრობის კულტურის მინისტრის მოადგილეს ხათუნა ხუნდაძეს არ გაუმართლა. მისი უცენზურო პოსტები Facebook-ზე დღეს ე.წ. სქრინშოტების სახით გავრცელდა.

„ამის მკვლელს უნდა მოაჭრა სასქესო ორგანო და დაკიდო გულზე და ასე ატარო ქალაქში...“

„კი, უკან ეკლიანი გამხმარი ვარდები უნდა გავთხაროთ, ასეთია ჩემი განაჩენი“ - ასე ეხმიანება კულტურის მინისტრის მოადგილე სოციალურ ქსელში დასმულ შეკითხვას, უნდა დაისაჯოს თუ არა ყოფილი პრობაციის მინისტრი ხათუნა კალმახელიძე.

„ხათუნა კალმახელიძე ბაჩო ახალაიაზე უარესია, ასე მგონია მე... მაგ ქალს საშვილოსნო როგორ მისცა ღმერთმა. ეგ არაქალი. როგორ იღიმის და იღეჭება... ნაძირალა აქოთებული... ტუჩებდაბერილი, ტრ..დაუბანელი ღორი“

„ამათ ეკლიანი გამხმარი ვარდები მინდა გავურჭო უკანალში და ვასიამოვნო, ასე ძალიან რომ უყვართ ვარდები... აყროლებულებო“ - ასე მინისტრის მოადგილე ყოფილ მთავრობას ახასიათებს.

„ამის იმედი უნდა გვქონდეს ხალხს? მიშა შე ყ**ო (არ გამომიტოვოთ ეს სიტყვა, მთელი შეგნებით ვწერ (... შე სატანის მიერ ჩასახულო და ზომბის გაჩენილო... მეზიზღები... ახალაია, შენი და შენი გამზრდელი დედის შესატყვისი სიტყვები კი ქართულ ენაში არ არსებობს... თუ გინდა დამიჭირეთ პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის, მეზიზღებით თქვე აყროლებულო ნაციონალებო...“

„სააკაშვილი უნდა დავიჭიროთ და მთელი საქართველოს ტრ..ები დავაკოცნინოთ, თან დაუბანელი“ - ასე ახალი მთავრობის კულტურის მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტს იხსენიებს.

ხათუნა ხუნდაძემ უკვე დაადასტურა, რომ ამ გამონათქვამების დიდი ნაწილი მას ეკუთვნის. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ როდესაც ემოციურ განცხადებებს აკეთებდა, მაშინ საჯარო პირი  არ იყო: „მე ვაგებ პასუხს იმ ნაწილზე, რაც მე დავწერე. არის იქ ძალიან ბევრი "სქრინშოთი", სხვადასხვა შრიფტით და ხელწერით დაწერილი, და მგონი იგრძნობა, რომ რაღაც ნაწილი ნამდვილად არ არის ჩემი. რაც ჩემია, ახლა ამის გაშიფვრას ვერ დავიწყებ. თუმცა, ვაგებ პასუხს როგორც საერო პირი და არა - როგორც საჯარო პირი“.

როგორც საჯარო პირი, ხათუნა ხუნდაძე თავისი შეხედულებების აქტიურად გადახედვას გეგმავს. მათ შორის, კულტურის მინისტრის მოადგილის რანგში ცალსახად უარყოფითად ვეღარ პასუხობს შეკითხვას ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით: „როგორც საერო პირი და ჩვეულებრივი ადამიანი, ნამდვილად მივიჩნევ, რომ იმხელა მეჩეთი არ უნდა აშენდეს ბათუმში. როგორც საჯარო პირმა კი, ვიცი, რომ ევროპის მოთხოვნაა და არის რაღაც მომენტები, რომელიც არის გადასახედი და იმისდა მიხედვით, როგორ გადაწყდება ეს ყველაფერი, ამაზე შემდეგ სხვანაირად გაგცემთ პასუხს“.

ნეტგაზეთთან ინტერვიუში ხათუნა ხუნდაძე სხვა რელიგიებთან თავის დამოკიდებულებასაც უსვამს ხაზს: „ჩემი დის, რომელიც გერმანელზეა გათხოვილი, მეჯვარე იყო მუსულმანი, ერაყელი. შესაბამისად, არანაირი ნეგატიური დამოკიდებულება არც ერთ რელიგიასთან არ მაქვს. როდესაც მე ვიყავი არასაჯარო პირი, თვითონ მუსულმანებმა მითხრეს, რომ საქართველოში არის 150-მდე მეჩეთი და აბსოლუტურად არ მიგვაჩნია საჭიროდ, რომ კიდევ აშენდესო. მე ვიცოდი ამ ყველაფერზე ბათუმელების განწყობა. დღეს კი, როგორც საჯარო პირი, ვამბობ, რომ ეს საკითხი არის გადასახედი და ეს ყველაფერი უნდა გადაწყდეს ისე, როგორც ამას მოითხოვს კანონი“.

როგორც საჯარო პირმა, ხათუნა ხუნდაძემ ასევე გადახედა თავის დამოკიდებულებას დიმიტრი ლორთქიფანიძის, როგორც სახალხო დამცველის კანდიდატის მიმართ და აღმოაჩინა, რომ ბოლომდე შეიძლება არც მოსწონდეს: „ესეც ემოციურ ფონზე გაკეთებული არჩევანი იყო. მე ამდენი წლის მანძილზე ვცხოვრობდი გერმანიაში და პირადად ამ ხალხს არ ვიცნობ. ძალიან ემოციურად განვეწყვე ამ ადამიანის მიმართ. მისი ოჯახური სურათებიდან გამომდინარე. ერთხელ კი დაიწერა, განა, შვიდი შვილი არის იმის საბაბი, რომ ის იყოს სახალხო დამცველი?! შეიძლება ასეც არის. მე თვითონ არ მაქვს ოჯახი და მეგონა, ოჯახი, სადაც შვიდი შვილია, ძალიან სრულყოფილია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო ჩემი, 5 დღის წინანდელი აზრი“.

ხუთი დღე და მინისტრის მოადგილეობა საჯარო პირის აზროვნების გასავითარებლად საკმარისი აღმოჩნდა: „როგორც ვაზროვნებდი აქამდე და როგორ აზროვნებას მოითხოვს ჩემი თანამდებობა კულტურის სამინისტროში, არის სხვადასხვა“, - აცხადებს კულტურის მინისტრის მოადგილე ნეტგაზეთთან საუბარში.

კომენტარები