ლონდონის ჩელსი

აბრამოვიჩმა დი მატეო დაითხოვა

ლონდონის ჩელსის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, რობერტო დი მატეო გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ლონდონურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ტიტული, სწორედ იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოიპოვა. ჩელსი ბოლო პერიოდში არასახარბიელო შედეგებს აჩვენებს და როგორც ჩანს, წუხელ ტურინის იუვენტუსთან 3:0 მარცხი ის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რომელმაც რომან აბრამოვიჩის მოთმინების ფიალა აავსო და მწვრთნელი დაითხოვა.

მოცემულ მომენტში, ლონდონის ჩელსი ინგლისის პრემიერლიგაში 24 ქულით მესამე პოზიციაზეა და ლიდერ მანჩესტერ სიტის 4 ქულით ჩამორჩება. არისტოკრატებს ბევრად რთული მდგომარეობა აქვთ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, სადაც გუშინდელი მარცხით, ჯგუფიდან გასვლის შანსები უკიდურესად შეუმცირდათ.

კლუბის ვებგვერდის ცნობით, დი მატეოს შემცვლელის ვინაობა უახლოეს მომავალში დასახელდება.

კომენტარები