აუდიოჩანაწერი

ნანა ლეჟავა გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს

სტუდია GNS-ის ხელმძღვანელი ნანა ლეჟავა აცხადებს, რომ მერიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

მისი თქმით, ჩანაწერში მისი გვარის მოხსენიება, სტუდია GNS-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს უკავშირდება, რომელიც თბილსის მერის ლას-ვეგასში ვიზიტებს ეხებოდა.

"ეტყობა, ეს ის ბუმერანგია, თავად მერის სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელიც მოგვიბრუნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მათთვის არასასურველი რეპორტაჟი გავაკეთეთ. "ჰერმესის" თემით აქამდე ნამდვილად არ დავინტერესებულვართ, მაგრამ მერს პირობას ვაძლევთ, რომ თუ საინტერესო რამ ჩაგვივარდება ხელში, აუცილებლად გავაკეთებთ. ეტყობა, ეს არის გარკვეული პრევენცია, მათ იციან სად აქვთ სუსტი ადგილები და წინასწარ თავს იცავენ", - აცხადებს ნანა ლეჟავა.

შე­გახ­სე­ნებთ, მე­რი­ის პრესსპი­კერ­მა ბა­ჩო დო­ლი­ძემ სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ  შპს ჰერ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­სა­ლოდ­ნე­ლია პრო­ვო­კა­ცია. რო­გორც ბა­ჩო დო­ლი­ძე აც­ხა­დებს, მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის შე­სა­ხებ მე­რი­ას შპს ჰერ­მე­სის ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი

კომენტარები