კალათბურთი

138 ქულა 36 წუთში. NBA-ს ვარსკვლავები შოკში არიან

ამერიკის NCAA მესამე დივიზიონის საკალათბურთო მატჩში გრინელისა და ფეის ბაპტის ბაიბლს შორის, უიშვიათესი რამ მოხდა. გრინელმა მოწინააღმდეგე ანგარიშით 179:104 გაანადგურა, თუმცა ყურადღებას სულ სხვა რამ იმსახურებს. გამარჯვებულთა რიგებში ჯეკ ტეილორმა 138 ქულა მოაგროვა და რეკორდი დაამყარა. ეს სენსაციური შედეგია: ტეილორმა კალათის მიმართულებით 108-ჯერ ისროლა (27 სამ ქულიანი, 15 სამქულიანი და 7 საჯარიმო) 138 ქულა მოაგროვა და წინა რეკორდი 25 ქულით გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ ასეთი შედეგის დასაფიქსირებლად, ჯეკს სულ რაღაც 36 წუთი დასჭირდა.

თამაშის დასრულების შემდეგ, შეერთებულ შტატებში ჯეკ ტეილორის ფენომენალური შედეგის შესახებ საუბარი არ წყდება. NBA-ს ვარსკვლავები ახალგაზრდა კალათბურთელის მიღწევით აღტაცებულნი არიან. 

"გულწრფელად ვამბობ, დაუჯერებელია. მინდა ეს ვნახო ! ნანახი მაქვს მატჩი, სადაც კობიმ 81 ქულა მოაგროვა. ნანახი მაქვს, რამოდენიმე შეხვედრა, რომელშიც მოთამაშეები ბევრ ქულებს აგროვებდნენ. ახლა ორი თამაშია, რომლის ხილვაც მსურს: ერთია უილტ ჩემბერლენის, სადაც 100 ქულა მოაგროვა და ამ ბიჭის 138-ის" - ეს ლებრონ ჯეიმსის კომენტარია.

ტეილორის შედეგით აღტაცებული იყო ლოს ანჯელესის ლეიკერსის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტიც. ჟურნალისტებმა ახალგაზრდა მოთამაშის 138 ქულის შესახებ შავ მამბას, ბრუკლინ ნეთსთან მატჩის შემდეგ უამბეს.

"ეს სიგიჟეა. არ მაღელვებს, რომელ დონეზე ხარ, თუ შენ 138 ქულას აგროვებ, ეს არანორმალურია..."

კომენტარები