გაფიცვა

რუსთავში მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

            რუსთავში საქალაქო ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. ისინი  ხელფასის მომატებას, დაზღვევისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.  მძღოლების თქმით, მათი ხელფასი 100–200 ლარამდე მერყეობს.  მათ საკუთარი მოთხოვნები წერილობით რუსთავის მუნიციპალიტეტში შეიტანეს და  მიიღეს პასუხი, რომ  საკითხის განხილვა ათი დღის განმავლობაში მოხდება. გაფიცულია 50 ადამიანი. 

            გაფიცულთა განცხადებით, ისინი არ დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. 

 

კომენტარები