ოკუპირებული ტერიტორიები

სოხუმს თურქეთის ქალაქ სიდეს მერი ეწვია

სოხუმს თურქეთის ქალაქ სიდედან ოფიციალური დელეგაცია ეწვია. დელეგაციას თან ახლდა სიდეს მერიც. სიდეს მერსა და სოხუმის ე.წ. მერს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ორი ქალაქი დაძმობილდა.

სიდეს მერმა განაცხადა, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს აფხაზეთსა და თურქეთს შორის კავშირების გაღრმავებას. 
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ კი აფხაზეთსა და თურქეთს შორის საზღვაო მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

კომენტარები