კრიმინალი

დავით ჭაკუას მშობლების სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუასა და ხობის რაიონის კუდ-ის უფროსის დიმიტრი ჭაკუას მშობლების სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ. პირებმა სახლის ფანჯრები ქვებით ჩაამსხვრიეს.  ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველი ორგანოები. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ოჯახის ახლობლები მომხდარს ზეწოლისა და დაშინების ფაქტად აფასებენ. 

პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დავით ჭაკუას მიმართ გამოძიებას დაიწყებს. საქმე ეხება 2011 წლის სექტემბერში მომხდარ ინციდენტს. დაზარალებულის თქმით, ჭაკუამ ბაჩო ახალაიასთან ერთად ის სცემა და კუთვნილი ავტომობილი წაართვა. 

კომენტარები