ახმეტის რაიონი

ახმეტაში სტალინის ძეგლი დააბრუნეს

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში იოსებ სტალინის ძეგლი დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ზემო ალვანის რწმუნებულის დავით ქააძის თქმით, ძეგლი ჯერ შეფუთულია და მისი გახსნა რამდენიმე დღეში იგეგმება. 

„გუშინ, დილით რომ გამოვედი სოფელში, დავინახე, რომ სტალინის ძეგლი აღდგენილი იყო, მაგრამ ჯერ შეფუთულია. ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, საქმის კურსში არ ვიყავი. ვისი ინიციტივა იყო, ვინ აღადგინა, არაფერი ვიცი. მე  ძეგლის აღდგენის მომხრე ვიყავი. ასეა თუ ისეა, ისტორიაა. მის დემონტაჟს მხარს არ ვუჭერდი. ეს იყო დავალება. ვისი დავალება იყო, არ ვიცი. ღამე მოვიდა მანქანა და ძეგლი მოხსნეს. მე უბრალოდ ვესწრებოდი ამ პროცესს, რომ ძალიან არ დაზიანებულიყო. ძეგლი ამ დრომდე ერთ-ერთ ინდმეწარმესთან ინახებოდა“, – აღნიშნა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას დავით ქააძემ.

ზემო ალვანში იოსებ სტალინის ძეგლი 2011 წლის 16 ივნისს აიღეს. 

 

 

 

 

კომენტარები