ტარიფები

ელექტროენერგიის ტარიფი მაქსიმუმ 4 თეთრით შეიძლება შემცირდეს

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, ელექტროენერგიაზე ტარიფი მაქსიმუმ 4 თეთრით შეიძლება შემცირდეს. თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არც ეს არის.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის განმარტება პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებს მოყვა. რამდენიმე დღის წინ პრემიერმა თქვა, რომ ტარიფების განახევრება არ მოხერხდება, თუმცა, შემცირების საკითხი დღის წესრიგში ისევ დგას.

რეალურად რამდენად შესაძლებელია ტარიფის თუნდაც სულ მცირედით შემცირება მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები 29 ნოემბერს ინტერ რაოს წარმომადგენლებს შეხვდებიან და ტარიფის ცვლილების დეტალებს განიხილავენ. ელოშვილის თქმით, ამავე შეხვედრაზე იქნება განხილული თელასის გაფიცული თანამშრომლების საკითხიც. მისი განმარტებით, ამ საკითხის გადაჭრა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თელასმა ნორმალურად ფუნქციონირება შეძლოს.

„თუკი მოხდება ტარიფების შემცირება, ეს იქნება არაუმეტეს 4 თეთრისა"- აცხადებს ილია ელოშვილი.

 

კომენტარები