გაფიცვა

გორში მეხანძრეები გაიფიცნენ

გორელი მეხანძრეები ხელფასების გაზრდის და ჯანმრთელობის დაზღვევის მოთხოვნით გაიფიცნენ. გაფიცულები გორის ადმინისტრაციის შენობასთან არიან შეკრებილი. 

მეხანძრეები განმარტავენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მუშაობას არ გააგრძელებენ. 
როგორც გაფიცულები აცხადებენ, სახანძრო მანქანები 26 წლის წინ არის გამოშვებული, მოძველებულია და, შესაბამისად, დაკისრებული მოვალეობის შესრულება ჭირს.  

არსებული ინფორმაციით, გაფიცულებთან შეხვედრას გეგმავს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ხმიადაშვილი.

შეგახსენებთ, გორში მეხანძრეებმა საპროტესტო აქცია გუშინ გამართეს. 

კომენტარები