ფილიპ დიმიტროვი

ფილიპ დიმიტროვი: ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობა საზიანო ჩხუბში არ უნდა ჩაებან

ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ კონგრესზე სიტყვით გამოვიდა.

დიმიტროვის თქმით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება "უშედეგო და საზიანო ჩხუბში არ უნდა ჩაებან".

"ადგილობრივ მთავრობას ზოგჯერ აქვს ცენტრალური მთავრობისგან განსხვავებული პრიორიტეტები. ცენტრალური მთავრობა, განსაკუთრებით რეგიონული სამინისტროები, მუშაობდნენ ყოვლისმომცველ მიდგომაზე, რომელმაც შესაძლოა, გამონახოს თანამშრომლობის გზები ადგილობრივ მთავრობასთან. ვხედავ, რომ ამ მხრივ საქართველო წინ მიდის. ძალიან ხშირად, ადგილობრივი მთავრობის, ცენტრალური მთავრობის და პარლამენტის არჩევნები არ ემთხვევა ერთმანეთს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა უნდა იმუშაონ ერთად და გამონახონ საუკეთესო გზები ქვეყნისა და ხალხისთვის", - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა. 

კომენტარები