washington post

Washington Post: ჩვენ ბოლო დროს არ გვქონია არანაირი კონტაქტი პრეზიდენტ სააკაშვილთან

Washington Post-ის სარედაქციო საბჭო, საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ გააკეთა.

POLITICO-სთან ელექტრონულ მიმოწერაში Washington Post-ის სპიკერმა, კრის კორატიმ განაცხადა, რომ მან ისაუბრა სარედაქციო ჯგუფთან რომელიც ამბობს, რომ ბოლო დროს არანაირი კონტაქტი არ ჰქონია პრეზიდენტ სააკაშვილთან და რომ ამ უკანასკნელს, არანაირი წვლილი არ შეუტანია სარედაქციო წერილში. 

''ჩვენ ბოლო დროს არ გვქონია არანაირი კონტაქტი პრეზიდენტ სააკაშვილთან და მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ჩვენს სარედაქციო წერილში. რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ჩვენ მასთან შეხვედრა სარედაქციო წერილის გამოქვეყნებამდე, მისივე თხოვნით დავგეგმეთ" , - აცხადებს Washington Post-ის სარედაქციო საბჭო.

შეგახსენებთ, Washington Post-ის მიერ გამოქვეყნებულ წერილს "საქართველოს მთავრობა არასწორ გზას დაადგა" ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რედაქციას პასუხს მოსთხოვდა, თუ რის საფუძველზე გაკეთდა ეს დასკვნები. მან ასევე ეჭვი გამოთქვა, რომ მასალის მომზადებაში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იღებდა. 

კომენტარები