სერგო თეთრაძე

სოზარ სუბარი: გვაქვს ყველა მტკიცებულება, რომ (თეთრაძის) საქმე გახსნილად გამოვაცხადოთ

სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
 ”თითქმის ყველა მოწმე ამ საქმესთან დაკავშირებით არის დაკითხული, გვაქვს ყველა მტკიცებულება, რომ საქმე გახსნილად გამოვაცხადოთ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ გასარკვევი მხოლოდ ბრძანების გამცემი პირის ვინაობა დარჩა. 
შეგახსენებთ, რომ პატიმარ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გუშინ, 28 ნოემბერს, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა. კბილაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებული არიან საქმის უშუალო მონაწილეები და შემსრულებლები. გამოძიება ეჭვქვეშ აყენებს პატიმრის გარდაცვალების საქმის ძველ მასალებს, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნას. 

კომენტარები