საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია

ჭიდაობის ფედერაცია კახა გეწაძეს თავდებში უდგება

სამართალდამცავების მიერ გუშინ დაკავებულ სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტს კახა გეწაძეს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია და მოჭიდავეთა გარკვეული ნაწილი თავდებში ჩაუდგება. ამის შესახებ, ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მალხაზ ჯორბენაძემ დღეს განაცხადა.

"ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია და პირადად მეც თავდებში ვუდგებით ბატონ კახა გეწაძეს. დანამდვილებით ვიცი, რომ ის აქამდეც თანამშრომლობდა გამოძიებასთან და აწიც ითანამშრომლებს. არ არის აუცილებელი მისთვის აღმკვეთი ღონისძიების მიცემა და ასე ვთქვათ ციხეში ჩასმა. იგი არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც გაექცევა გამოძიებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჭიდაობის ფედერაცია თავდებში ჩაუდგება ბატონ კახა გეწაძეს, სანაცვლოდ კი ვითხოვთ მის გათავისუფლებას", - განაცხადა ჯორბენაძემ.

შეგახსენებთ, რომ იმე­რე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გე­წა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე სა­მი მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი: სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 118-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რო­მე­ლიც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მსუ­ბუქ და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს, 239-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, რო­მე­ლიც ცეც­ხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ჩა­დე­ნილ ხუ­ლიგ­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს და 184-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

 

კომენტარები